რატომ გაიწვია რუმინეთმა ელჩი ბელარუსიდან
Tbilisi Daily
ოფიციალურმა ბუქარესტმა ბელარუსიდან საკუთარი ელჩი გაიხმო, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბოგდან აურესკუს განცხადებით, რუმინეთმა ამ გადაწყვეტილებით ლიეტუვასა და პოლონეთის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
ბელარუსი მეზობელ ქვეყნებს, პოლონეთსა და ლიეტუვას თავის საშიანაო საქმეებში ჩარევას სდებს ბრალად. ოფიციალური მინსკი ამ ქვეყნებს ბელარუსის ოპოზიციური ძალების ლიდერთათვის თავშესაფრის მიცემისა და იმის გამო საყვედურობს, რომ ისინი არ აღიარებენ 9 აგვისტოს არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვებას.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთამდე, ბელარუსიდან საკუთარი ელჩები გაიწვიეს გერმანიამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ბულგარეთმა და სლოვაკეთმა.
23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.