უკრაინაში კორონავირუსის 16,294 შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

უკრაინაში კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 16,294 ადამიანს დაუდასტურდა, 184 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 709,701 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12,093 პაციენტი ემსხვერპლა, 335,135 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.