თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142685
თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არც თუ სასიამოვნო მოვლენები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
„მინდა, გითხრათ, რომ ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა დღეს ჩვენი მთავრობის ნომერი ერთი პრიორიტეტი, მაგრამ პარალელურად, ეს შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავდროულად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არც თუ სასიამოვნო მოვლენები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამას ხაზგასმით ვიმეორებ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება, რომ ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ეკონომიკური აღდგენის ნაწილში ეფექტურები ვიყოთ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.