ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია - ლევან რატიანი
Tbilisi Daily
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მთავსებული 7 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
რატიანის ინფორმაციით, კლინიკას დღეს 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
„7 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა რჩება კრიტიკული, ჰემოდინამიკის რღვევით, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც სხვადასახვა განყოფილებებში იმყოფებიან რჩება სტაბილური, გართულებების გარეშე. 6 პაციენტი დღეს ტოვებს კლინიკას კოვიდვირუსის გარეშე“, - განაცხადა რატიანმა.
#რესპუბლიკური
#ლევანრატიანი
#პაციენტი
#კორონავირუსი
#tbilisidaily