ფოთში, მდინარეში დაკარგულ გოგოს მეორე დღეა ეძებენ.
Zugdidi Daily
ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის სამძებრო სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგულ გოგოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 24 საათიან რეჟიმში ეძებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი, ასევე ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს. ხდება ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს :
"შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა მაშველთა ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.”
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
#ფოთი #სამეგრელო #რიონი #დაკარგულიგოგონა #სამძებროსამუშაოები #გამოძიება #შსს #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com