შიდა ქართლში Covid19-ით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

Gori Daily

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 102 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ინფიცირების 82 ახალი შემთხვევა დადასტურდა - სულ გაგზავნილი იყო 202 სინჯი. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 3155 გახდა, მათ შორის - 1128 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 204 პირს. თვითიზოლაციაშია 2101 პირი. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #შიდაქართლი #goridaily