"სააკაშვილი სახმელეთო საზღვრით აპირებს შემოსვლას.."
Batumi Daily
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გააკეთა განცხადება, რომ ლევან ვარშალომიძე სახმელეთო საზღვართან სააკაშვილის ჩამოსვლაზე ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს.
აღნიშნულ საკითხს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ბათუმში გამოეხმაურნენ. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ეს იყო არასერიოზული განცხადება.
„დიახ ბატონო ირაკლი, არათუ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს ბატონი ლევან ვარშალომიძე, არამედ წუხელ ჩაატარა სპეცოპერაცია და მიხეილ სააკაშვილი უკვე შემოიყვანა საქართველოში, ხვალ კიდევ გეგმავს სპეცოპერაციას და მეორე მიხეილ სააკაშვილის შემოყვანას აპირებს და ზეგ წითელი ხიდიდან ვაპირებთ კიდევ მესამე სააკაშვილის შემოყვანას საქართველოში.
ადამიანი, რომელიც ჩვენ დიუსელდორფის უნივერსიტეტის პროფესორი გვეგონა და გვეგონა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ აღმოჩნდა ჩვეულებრივი ოტოშნიკი (ადამიანი, რომელიც სუს-ში ზის და უსმენს ადამიანებს). დღევანდელმა მისმა განცხადებამ დაადასტურა, რომ ის ზის და ჟურნალისტებს უსმენს ფარულად.
პირველ რიგში სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ''ქართულ ოცნებას'', იმიტომ რომ სახელისუფლებო პარტიას, რომელსაც აქვს ამბიცია იყოს კვლავ ხელისუფლებაში, მთავარ სპიკერად შერჩა პოლიტიკური გვამი.
უბრალოდ, მინდა მხოლოდ შენ იცოდე შენ და არ ''გააბაზრო''. ეს არის პასუხი. არასერიოზულ განცხადებაზე მეტი განცხადების გაკეთება შეუძლებელია“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში