17 აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

Tbilisi Daily

ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობისთვის. შესაძლოა, დღის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და პარტნიორი ზედმეტი პრეტენზიებით არ დაღალოთ. ეცადეთ, ნათესავებთან ან ახლობელ ადამიანებთან დიდი ხნის წინ დაწყებული კონფლიქტი დროულად დაასრულოთ.