ბათუმში კორონავირუსით 70 წლის ქალი გარდაიცვალა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარაში ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგანკიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 70 წლის ქალი კლინიკა ''მედინაში'' მკურნალობდა. ​უწყების ცნობით, პაციენტს​სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულმკერდის აორტის ანევრიზმა დადისექციაჰქონდა. პაციენტი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს და გვიან ღამით გარდაიცვალა. ''მედინა'' კოვიდმიმღებ კლინიკებს შორის არ არის.