ქარელში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 2 ადამიანი გარდაიცვალა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ქარელში სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმე მდგომარეობაშია. ამ დროისათვის იგი ქარელის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ქარელის საავადმყოფოში განაცხადეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, ხოლო მესამე მძიმე მდგომარეობაში. ადგილობრივები მომხდარს გაზის გაჟონვას უკავშირებენ. ცხედრები უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება. ახალგაზრდები, არსებული ინფორმაციით რუსთაველები არიან. ისინი ქარელში მუშაობდნენ და ქირით ცხოვრობდნენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30971797.html #ახალი_ამბები #twitter