"ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს“ - გიორგი გახარია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
'ამერიკული პოლიტიკური სპექტრი განსხვავებულია და არიან კონგრესმენები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ“- ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი აშშ-ს კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილს. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ცალკეული კონგრესმენების პოზიცია გავლენას ვერ იქონიებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. გაიხსენა საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც, მისი თქმით, უაღრესად პოზიტური, მომავალზე ორიენტირებული იყო და რომლის ძირითადი აქცენტები იყო ის, თუ რამდენად ფასეულია როგორც ამერიკისთვის, ასევე საქართველოსთვის, სტრატეგიული პარტნიორობა. „ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარი არის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, ისევე როგორც საქართველოში ამერიკული ბიზნესის საქმიანობას,'- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.