დიღმის სასაფლაოსთან სროლა იყო

Tbilisi Daily

დიღმის სასაფლაოსთან ამ წუთებში სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, სადაც წინასწარი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას. არიან დაშავებულები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაპირისპირების მიზეზები და შემთხვევის სხვა დეტალებია უცნობია. როგორც imedinews შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის ორი მუხლით - განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებით აღიძრა.