Ალიევი: ჩვენი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა
Tbilisi Daily
Აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა ორმხრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს და პირველ ეტაპზე სომხეთმა უნდა წარმოადგინოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანის გრაფიკი, რომელსაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები დაამტკიცებენ.
Euronews-თან ინტერვიუში ალიევმა თქვა, რომ 27 სექტემბერს სომხეთი აზერბაიჯანს თავს დაესხა, კონტრშეტევა კი წარმატებული იყო და აზერბაიჯანმა შეძლო ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება.
ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის ძირითადი მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მან წლების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების განადგურებაში სომხეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა. ალიევის ინფორმაციით, ფაშინიანმა უთხრა, რომ ტერიტორიები აზერბაიჯანს არ დაუბრუნდება და სომხეთს უნდა შეუერთდეს. ილჰამ ალიევის განცხადებითვე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში გაემგზავრა ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნების ელჩებთან შესახვედრად, სომხეთმა კი ამ შეხვედრაზე უარი თქვა, რაც აჩვენებს, თუ ვის სურს მოლაპარაკება.