8 კაცი დაიღუპა რუსეთში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

წუხელ რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში 8 ადამიანი დაიღუპა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რომლის მიზეზები ჯერაც არ არის დადგენილი. სვერდლოვსკსი ოლქის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი დაიწყო მეორე სართულზე მდებარე ბინიდან და გავრცელდა სადარბაზოში, რის გამო მობინადრეები ბლოკირებული აღმოჩნდნენ თავიანთ ბინებში. მეხანძრეებმა მოახერხეს 90 კაცის ევაკუირება. დაღუპულთა შორის არის დედა და მისი მცირეწლოვანი გოგონა, რომლებიც სახანძრო მანქანის მოსვლამდე სოციალურ ქსელებში ითხოვნდნენ დახმარებას.ორი დღით ადრე  7 ადამიანი დაიღუპა ხანდაზმულთა არალეგალურ თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დასავლეთ ციმბირში მდებარე დაბა ბოროვსკაში. https://www.radiotavisupleba.ge/a/31043407.html #ახალი_ამბები #twitter