მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ა.წ. 13 ოქტომბრის მოცემულობით
Interworld
- მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტთან დაკავშირებით ა.წ. 10 ოქტომბრის 12:00 სთ-დან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად სომხეთისა და აზერბაიჯანის შეირაღებული ძალებს შორის შეტაკებები კვლავ გრძელდება.
- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ა.წ. 13 ოქტომბრის განცხადებით დაძაბული სიტუაცია ნარჩუნდება კონფლიქტის ზონის რამდენიმე სექტორში და სომხეთის შეირაღებულმა ძალებმა თართარის რაიონი დაბომბეს.
- სომხეთის თავდაცვის უწყებამ გაჟღერებული ბრალდება უარყო და თავის მხრივ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ფრონტის ხაზის სამხრეთ, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში განაახლა სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი.
- ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, მათი სამხედროები შეტევებს არ ახორციელებენ და სრულად ემორჩილებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
- „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციის ა.წ. 13 ოქტომბრის განცხადებით, სომხური და აზერბაიჯანული მხარეები სრულად არ ასრულებენ არსებულ შეთანხმებას და შესაბამისად, ეს ორგანიზაციას ვერ უზრუნველყოფს პატიმართა და გარდაცვლილთა გაცვლის პროცედურებს.
- არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ა.წ. 12 ოქტომბერს, მის სომეხ კოლეგა ზოჰრაბ მნაცაკანიანთან მოსკოვში შეხვედრა გამართა.
- მნაცაკანიანის განცხადებით, სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტისკენ და არსებული მექანიზმების შესრულებისკენ არის მოწოდებული.
- ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ შეხვედრა გამართა ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ ამერიკელ თანათავმჯდომარესთან, რათა მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის რეალური ნაბიჯები იქნას გადადგმული.
- რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ა.წ. 12 ოქტომბერს თურქ კოლეგა ჰულუსი აქართან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის ძირითად თემას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლების სავარაუდო მონაწილეობა წარმოადგენდა.
- თურქული მხარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანის მიდგომებს ოკუპირებული ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად, რადგან აზერბაიჯანული მხარე კიდევ 30 წელი ვერ დაუცდის საკითხის გადაჭრას.
- ირანის ისლამური რესპუბლიკის არდაბილის პროვინციაში ა.წ. 13 ოქტომბერს ჯერჯერობით დაუდგენელი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
##Armenia
##Azerbaijan
##Nagorno
##Karabakh
##conflict
##interworld