გახარია კორონავირუსზე: ქუჩაში პოლიტიკური აქტივობა ჩვენთან პიკს დააჩქარებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური აქტივობები ქვეყანაში კორონავირუსის პიკის მოახლოებას დააჩქარებს. ამის შესახებ კოვიდინფიცირებულმა პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჩართვის დროს განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან", - თქვა გახარიამ და კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსალოდნელ წერტილოვანი შეზღუდვებზე.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 2400-ს გადააჭარბა, საიდანაც 1000-მდე შემთხვევა თბილისზე მოდის. ქვეყანაში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყოველდღიურად იმართება აქციები, მოქალაქეების ნაწილი კი არ არის სრულად აღჭურვილი უსაფრთხოებისვის საჭირო საშუალებებით. მთავრობას შეზღუდული აქვს 10-ზე მეტი კაცის შეკრება, თუმცა არ ზღუდავს აქციებისა და საარჩევნო შეხვედრების გამართვას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30931584.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)