20 წლის შემდეგ პირველად მოასფალტებული გზეები და სოფელ მოლოღლუს მოსახლეობა

Marneuli Daily

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლოს მოსახლეობას 20 წლის შემდეგ პირველად მოასფალტებული გზები ექნებათ. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მოლაოღლუს მოსახლეობა ამბობს, რომ გზების მოასფალტების შემდგომ ქუჩებში მტვერი აღარაა და უფრო იოლად და მშვიდად გადაადგილდებიან. 49 წლის გულსუმ ოსმანოვა იხსენებს, თუ რამდენად დიდ პრობლემას უქმნიდა სოფელს უგზოობა. ამბობს, რომ თუ სოფელში ვინმე ცუდად გახდებოდა საავადმყოფოში გზების მოუწესრიგებლობის გამო დროულად ვერ მიჰყავდათ. „სოფელში ტაქსები არ შემოდიოდნენ. მარნეულიდან სადალხომდე 2 ლარად, სადახლოდან მოლაოღლუმდე კი 5 ლარად მოდიოდნენ ან საერთოდ არ მოდიოდნენ. ახლა ტაქსებმა იციან რომ გზები გაკეთდა და მოდიან“ - ამბობს გულსუმ ოსმანოვა 20 წლის თურალ ნასიბოვა იმედოვნებს, რომ მის სოფელში გზების რეაბილიტაციის შემდგომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაც მოგვარდება. იგი აცხადებს, რომ სოფლის მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. „ჩვენს სოფელში ერთი მარშრუტკა მუშაობს და ისიც დილის 7 საათზე გადის და შუადღისას პირველ საათზე ბრუნდება. მოსახლეობას პროდუქტების გასაყიდად დრო არ ჰყოფნის. ვიმედოვნებ, რომ გზის პრობლემის მოგვარებასთან ერთად ეს პრობლემაც მოგვარდება“ - გვითხრა თურალ ნასიბოვამ შეგახსენებთ, რომ სოფელ მოლაოღლუში გზების პრობლემებთან დაკავშირებით ახალი აზროვნების ინსტიტუტმა მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღო. #სოფელი #ახალიგზეები #მარნეული #marneulidaily წყარო : რადიო მარნეული #ახალიამბები