ლუკაშენკომ ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
On.ge
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ დასავლეთის საზღვარზე ჯარი სრულ სამბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება "კოორდინირებული საგარეო საფრთხის" გამო მიიღო.
https://on.ge/story/61812-%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90
"იყო განცხადებები იმის შესახებ, მათ შორის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომლებმაც არც კი იციან, სად მდებარეობს ბელარუსი და არ იციან, რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს აქ. მიუხედავად ამისა, მაინც აკეთებენ განცხადებებს", — განაცხადა ლუკაშენკომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ პოლიტიკოსებს გულისხმობდა.
#News