მაკრონი ბელარუსში მშვიდობიან პროტესტს მხარს უჭერს

Tbilisi Daily

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროკავშირს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ბელარუსში მშვიდობიან პროტესტს. „ევროკაშირმა უნდა განაგრძოს მობილიზება იმ ასობით ათასი ბელარუსის მ ხარდასაჭერად, რომლებიც მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე გამოდიან საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დასაცავად“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე მერვე დღეა ითხოვენ. #ახალიამბები