ზუგდიდიში მაღაზიის გაქურდვისთვის დამნაშავეები დააკავეს.
Zugdidi Daily
ზუგდიდიში მაღაზიის გაქურდვისთვის დამნაშავეები დააკავეს.
ზუგდიდში ლომბარდისა და ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ფაქტე ორი პირი იქნა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული პ.ს. და შ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული 13 სხვადასხვა ტელეფონი.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
#ზუგდიდი
#ქურდობა
#ლომბარდი
#ტექნიკისსახლი
#გამოძიება
#zugdididaily