კომენდანტის საათის დაწყებისთანავე თბილისში საპროტესტო სეირნობა იწყება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დღეს საღამოს 9 საათიდან, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამ ქმედებით აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს.