თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება. პროექტი მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად. სპეციალურად მოწყობილ საველე სამზარეულოში მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი კულინარები ჩაატარებენ. პირველ ეტაპზე მომზადებას 30 მზარეული გაივლის, რის შემდეგაც მათ სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ.