Ბოლო 24 საათში 60 მედიკოსი დაინფიცირდა
Tbilisi Daily
1194 ახალი შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია, 222 კი ინფიცირებულების კონტაქტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულებს შორის 60 მედპერსონალია, 35 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ვირუსი აღმოაჩნდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1194 ადამიანს დაუდასტურდა, 328 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.