"მარნეულისა და გარდაბნის მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს მერიის საქმიანობა" - ბადიროვი

Marneuli Daily

"მარნეულისა და გარდაბნის მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს მერიის საქმიანობა" მედიასთან საუბრისას, ასე გამოეხმაურა "ლეიბორისტული პარტიის" მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა, ალი ბადიროვმა აღნიშნულ რაიონებში არსებული პრობლემები. "ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით და ვხედავთ, რომ ძალიან დაიღალნენ შეუსრულებელი დაპირებებით. მოსახლეობა ამბობს, რომ დეპუტატობის კანდიდატების დაპირებები რეალობასთან შორსაა და კანდიდატებმა თვითონაც არ იციან, რომ დეპუტატების და მერის მოვალეობები განსხვავდება. ხალხს უფრო მეტად აწუხებს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, შიდა განათების არარსებობა და ა.შ. ისინი ამბობენ, რომ უკვე დაიღალნენ შეუსრულებელი დაპირებებით",-აცხადებს ალი ბადიროვი. ბადიროვის თქმით, თუ გახდება პარლამენტარი, მაქსიმალურად შეეცდება ხალხის სასარგებლოდ საკანონმდებლო პროექტების მომზადებაში მიიღოს მონაწილეობა. წყარო : რადიო მარნეული