Რა დაჯდა ტრამპის მკურნალობა

Tbilisi Daily

კოვიდინფიცირებული დონალდ ტრამპის მკურნალობა 100 000 დოლარი დაჯდა. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს . გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტალში ყოფნისას თეთრი სახლის ლიდერმა კორონავირუსზე ტესტი რამდენჯერმე ჩაიტარა, ასევე იღებდა ექსპერიმენტულ პრეპარატებს, სტეროიდებსა და ჟანგბადს. კოვიდინფიცირებულმა ტრამპმა „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალი 2 დღის წინ დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა .