ნაციონალური მოძრაობა მთავრობას სტუდენტებისთვის მიმდინარე სემესტრის საფასურის გადახდას სთხოვს

On.ge

ნაციონალური მოძრაობა განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართავს, რომ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური გადაუხადოს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შაშკინის თქმით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური, თანხა ანგარიშზე უნდა დაუბრუნდეთ. როგორც შაშკინი ამბობს, განათლების სამინისტროს აღნიშნული ინიციატივის შესასრულებლად საკმარისი თანხა აქვს. #news #politics #Covid19 https://on.ge/story/54112-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1