შაქარაშვილის საქმის ფიგურანტ არასრულწლოვანს ექსპერტიზა უტარდება

Tbilisi Daily

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან ზ.ხ-ს ამ წუთებში გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტიზა უტარდება. პროცესს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად არასრულწლოვნის უფლებადამცველიც ესწრება. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს მიიღო თუ არა 19 ივნისის ღამეს ზ.ხ-მ სხეულის რაიმე სახის დაზიანება. ადვოკატი გიორგი გელხაური მისივე დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბრალდებულს დაზიანებები არ აქვს იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირების არცერთ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია. არასრულწლოვანს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას, მის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. გამოძიების ინფორმაციიღ, ზ.ხ ავტომაგისტრალის ეპიზოდში ფიგურირებს და ის „ტოიოტა ქემრის“ მგზავრებიდან ერთ-ერთია. #შაქარაშვილისსაქმე #არასრულწლოვანი #ექსპერტიზა #TbilisiDaily