რას აპროტესტებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქუთაისში?

Kutaisi Daily

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა შუშანია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის გვერდით მშენებლობას აპროტესტებს . ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციის ლიდერი წარმოდგენილ მაკეტს ფარდულს ადარებს და კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე მსგავსი სიმახინჯის აშენების ნებართვა არ გაიცემოდა. ოპონენტს ქუთაისის არქიტექტურის ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსი პასუხობს. რუსუდან ჩინჩალაძე განმარტავს, რომ ტერიტორია 2017 წელს გასხვისდა, ხოლო მშენებლობის ნებართვა 2019 წელს გაიცა. პირველადი ესკიზი მერიამ და კულტურულული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაიწუნა, რის შემდეგაც პროექტი ერთობლივად შეიმუშავეს. ჩინჩალაძე აცხადებს, შედეგად, ღია და გამჭვირვალე კონსტრუქცია მოეწყობა, რომელიც ქალაქის იერსახიდან ამოვარდნილი არ იქნება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #საინტერესო #სიახლე #ოპოზიცია #kutaisidaily წყარო - megatv.ge