Რატომ სცემა Კოვიდინფიცირებულის მეგობარმა ექიმი
Tbilisi Daily
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს, ჯუმბერ ბოლქვაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ექიმის ცემის ფაქტი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესასვლელში მას შმდეგ მოხდა, რაც ექიმმა მოქალაქე დავით გეგიძეს კოვიდინფიცირებული მეგობრის მონახულების უფლება არ მისცა.
ამან გეგიძის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც ექიმს სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა.
დავით გეგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია.
ის უკვე დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.