თანამშრომელთა ინფიცორების გამო "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა
Tbilisi Daily
"აჭარა ტექსტილი" ფოთში დროებით მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განმარტა, რომ ამის მიზეზი კომპანიის თანამშრომლების კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
"მუშაობის შეჩერება ჩვენ გუშინვე გვქონდა გადაწყვეტილი, როდესაც რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახლა ეპიდომიოლოგები ისევ მუშაობენ ჩვენთან, ყველა პასუხი ჯერ კიდევ არ არის მოსული. ამიტომ, ზუსტ რაოდენობას ვერ გიდასტურებთ. რაც შეეხება სამუშაო პროცესის შეჩერების ხანგრძლივობას, სავარაუდოდ, ერთი კვირით დავიხურებით",-განაცხადა გია ლომინაძემ.
ცნობისთვის, როგორც „ინტერპრესნიუსს" ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ განუცხადა, "აჭარა ტექსტილის" ფაბრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 116- მდე გაიზარდა.