ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. დღეს დილიდან 13 მაღაროს 3 700 მაღაროელმა სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვა. დასაქმებულები ხელფასების 50%-იან მატებას და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები დღეს ჭიათურის მერიის წინ შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს. ადგილზე პროფკავშირების წარმომადგენლები მივიდნენ. მოგვიანებით, 'ჯორჯიან მანგანეზმა' განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომპროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, თითოეული მაღაროელისთვის ანაზღაურების 250 ლარით მატებაზე შეთანხმდნენ.