გარდაცვალების 10 და ინფიცირების 415 ახალი შემთხვევა სომხეთში

Tbilisi Daily

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 542-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში covid19 -ს კიდევ 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 443 - მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 14 048 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 904 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება. Armenia #კორონავირუსი