ძალიან დიდი ბოდიში, ვისაც იმედი გავუცრუე და ქვეყანაში არ არის ფართომასშტაბიანი ეპიდემია - იმნაძე
Tbilisi Daily
ჯერჯერობით, მგონი, საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც ტესტირებეთან არსებულ კრიტიკას უპასუხა.
მისი თქმით, ტესტები საქართველოში ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას.
"ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვიტავს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას. ჯერჯერობით, მე მგონი, საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის. საბოდიშო არ უნდა იყოს, მე მგონი, რომ ათასობით ადამიანი და ათიათასობით ავად არ არის და ის, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის,” - განაცხადა პაატა იმნაძემ.