3 გარდაცვლილი და 4 დაშავებული - რა მოხდა მახინჯაურში?

Batumi Daily

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევისას ასევე სამი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი – ქალი, რძალია და შვიილშვილი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლე #ტრაგედია #სიკვდილიანობა #სიკვდილი #batumidaily #ახალიამბები