Post
Tbilisi Daily
გერგეთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი მოხდა.
თბილისში, გერგეთის ქუჩაზე თბილისის მუნიციპალური ინსპექცია რამდენიმე შენობის დემონტაჟს ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ამ დროისთვის 58 ოჯახი ცხოვრობს. მათი ქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სახლები რამდენიმე წლის წინ ააშენეს და აქამდე წინააღმდეგობა არც ერთი უწყების მხრიდან არ შეხვედრიათ.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლმა და აღნიშნა, რომ გერგეთის 8 ნომერში მდებარე ნაგებობების დემონტაჟი კანონის შესაბამისად მოხდა.
„აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე ხდებოდა თვითნებურად უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება. სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ იქნა იდენტიფიცირებული კონკრეტული სამართალდამრღვევი პირი. აქედან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, უნებართვოდ სახელმწიფოს მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ“, – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების წარმომადგენელმა, მიხეილ ოკუჯავამ.
#თბილისი
#გერგეთისქუჩა
#ეკონომიკისსამინისტრო
#სახლები
#დემონტაჟი
#tbilisidaily
#news