ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
Tbilisi Daily
ქართველი ემიგრანტი ათენში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილია, 30 წლის ვახო მაჩაბელი დედასთან, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საბერძნეთში საცხოვრებლად ორი წლის წინ გადავიდა.
ადგილობრივი ემიგრანტებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. არსებობს ვერსია, რომ ეს არა თვითმკვლელობა, არამედ მკვლელობა იყო, თუმცა, ეს ვარაუდი ფაქტებით გამყარებული არ არის.
გარდაცვლილი ემიგრანტის ცხედარს სამშობლოში მომავალ კვირას გადმოასვენებენ.