პარიზი კვლავ "წითელ ზონად" გამოცხადდა

Pirveliradio Ge

პარიზი კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის გამო კვლავ "წითელ ზონად" გამოცხადდა. საფრანგეთში ბოლო 24 საათში 2,700-მდე ახალი დაავადებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პირი. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ იმ ქვეყნების სიას, რომელი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებიც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადიან, საფრანგეთი, მალტა და ნიდერლანდები დაამატა.