კიდევ 3 ეპიდემია, რომელიც ბოლო ათწლეულში გამოვიარეთ

Kutaisi Daily

კორონავისურისის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟისა და შიშის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, ის ეპიდემიები თუ პანდემიები, რომლებიც მსოფლიომ უახლოეს წარსულში გადაიტანა: 1. ღორის გრიპი - პანდემია H1N1 ვირუსით გამოწვეულმა დაავადებამ პირველად 2009 წელს იფეთქა, თუმცა გასულ წელსაც არაერთი ადამინის სიცოცხლე შეიწირა. ის გადაეცემა როგორც ცხოველიდან ადამიანს, ისე - ადამიანიდან ადამიანს. ღორის გრიპი მეხიკოში დაფიქსირდა, შემდეგ მთელ მექსიკასა და აშშ-ში გავრცელდა. ის იყო პირველი გრიპი ბოლო 41 წლის განმავლობაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2009 წლის ივნისში პანდემიად გამოაცხადა. 2. ფრინველის გრიპი - ეპიდემია 2013 წლის თებერვალში სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში ფრინველის გრიპი დაფიქსირდა. ეს არის დაავადება, რომელსაც H5N1 და H7N9 ვირუსები იწვევენ. დაავადება შინაური ფრინველიდან ადამიანს გადაეცემა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ის 15 ქვეყანაში დაფიქსირდა, რომელთაგან 384 ლეტალურად დასრულდა. 3. ებოლას ვირუსი - ეპიდემია დაავადება 2014 წელს გვინეაში დაფიქსირდა, რის შემდეგაც მეზობელ სახელმწიფოებში- ლიბერიაში, ნიგერიაში, სიერა-ლეონესა და სენეგალში გავრცელდა. ებოლას ვირუსის სიკვდილიანობა 90%-ს აღწევს. ეპიდემია კვლავ ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც აქამდე არ მიუღწევია, თუმცა მისი დამარცხების ეფექტური საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს. #ეპიდემია #ღორისგრიპი #kutaisidaily