არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენი - დაღუპულია 11 და დაჭრილია 60-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე

Tbilisi Daily

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის, არტაკ ბეგლარიანის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპულია 11 და დაჭრილია 60-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას News.am-ი ავრცელებს. ბეგლარიანის თქმით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. „დაღუპულია 11 და დაჭრილია 60-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, აქედან 42 - მძიმე მდგომარეობაშია,“- აღნიშნა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადამიანის უფლებების დამცველმა.