მსოფლიოში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 55 მილიონზე მეტი ადამიანი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში 55 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 35 მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილია 1 300 000-ზე მეტი ადამიანი.
კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მასშტაბით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 11 203 000-ს უახლოვდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 247 200-ს აჭარბებს.
მეორე ადგილზე ინდოეთია, სადაც უკვე 8 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ბრაზილიაში 5 მილიონზე მეტი. საფრანგეთში ინფიცირებულთა რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს.
ორ მილიონამდე შემთხვევაა აღრიცხული რუსეთში. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, არგენტინაში, იტალიაში, კოლუმბიასა და მექსიკაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30954192.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)