საქართველოსგან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ველით - კლემან ბონი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის, კლემან ბონის თქმით, საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის დასავლეთი ელის რიგ ევროპულ ქმედებებს, რომელთაგან ფრანგმა პოლიტიკოსმა პოლიტპატიმრების გათავისუფლება გამოყო. კლემან ბონმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემაზე ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს შეხვედრის შესახებ იმსჯელეს. "საჭირო იქნება იმ განსხვავების გათვალისწინება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას შემთხვევაში, რომელიც ევროკომისიამ მოგვაწოდა მის რეკომენდაციებში; საქართველომ გამოამჟღავნა ინტერესი ევროპული ინტეგრაციის მიმართ და მისი ევროპული პერსპექტივის აღიარება უდავოდ აუცილებელია, თუმცა სიტუაცია [უკრაინისა და მოლდოვისგან]განსხვავებულია საქართველოს შემთხვევაში. არსებობს საქართველოს მხრიდან გარკვეული ჟესტების მოლოდინი, მათ შორის არის  პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სხვა ევროპული ღირებულებების შესაბამისი ქმედებები" - თქვა ფრანგმა პოლიტიკოსმა.  საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე.    https://www.radiotavisupleba.ge/a/31910583.html

Source: radiotavisupleba.ge