მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული სამხედრო ვითარება ა.წ. 1 ნოემბრის მოცემულობით:
Interworld
- გავრცელებული ინფორმაციით, სომხურმა არტილერიამ თართარის, შიხარხისა და აღჯაბედის ტერიტორიები დაბომბა;
- გავრცელებული ინფორმაციით, სომხურმა არტილერიამ თოვუზისა და გადაბაის ტერიტორიები დაბომბა;
- აზერბაიჯანულმა არმიამ სავარაუდოდ გაანადგურა 1 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ), 2 ერთეული BM-21 “GRAD”, 8 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰაუბიცა, 2 საკომუნიკაციო სიმაღლე, 5 ერთეული სამხედრო ავტოსატრანსპორტო საშუალება;
- გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა არტილერიამ დაბომბა მართუნი, შუშა და ასკარანი;
- თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ქალაქ ბაქოში შეხვედრა გამართა;
- მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებულ ქალაქ შუშას სამხრეთით მდებარე სოფლებში სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #daily #brief #interworld