კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად 972 საწოლი მზად არის
Tbilisi Daily
კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად, 19 ოქტომბრის 09:00 საათის მდგომარეობით, 972 საწოლია თავისუფალი. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულების რაოდენობა 18663 მდე გაიზარდა.