სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ის შემთხვევები გაიზარდა

Zugdidi Daily

დღეს, 25 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 928 შემთხვევიდან 788 თბილისიდანაა, 551 - აჭარიდან. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა სამეგრელო-ზემო სვანეთშიც და ამ ეტაპზე 93 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 893, აჭარაში - 714. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში დამატებით 1 928 ადამიანი ინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 604 პაციენტი, 8 კი გამოჯანმრთელდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #zugdididaily #კორონავირუსი #ახალიამბები #ზუგდიდი