რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 89 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

Tbilisi Daily

დღეს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 19 ახალი პაციენტი მიიღეს. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში სულ 97 პაციენტი რჩება, მათგან 89-ს დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“. კოვიდინფიცირებულთა შორის შვიდი არასრულწლოვანია. დღეს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კიდევ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.