სომხეთში წუხელ გამოვლინდა კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ცნობით, წუხელ სომხეთში გამოვლინდა კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა, 10-ი პაციენტი გარდაიცვალა. მთლიანად ეპიდემიის განმავლობაში 27 320-ს მიაღწია დაავადებულთა საერთო რაოდენობამ. განიკურნა 15 484, ხოლო ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის 11 211 პაციენტი. იუწყებიან, რომ სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 469 პაციენტი. მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, COVID-19-ის ეპიდემიის განმავლობაში 156 პაციენტის გარდაცვალება სხვა მიზეზებმა გამოიწვია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30704254.html #ახალი_ამბები #twitter