გრიპის ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში 10 ოქტომბრის შემდეგ შემოვა

Pirveliradio Ge

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გრიპის ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში ოქტომბრის პირველ ნახევარში, 10 ოქტომბრის შემდეგ შემოვა. მინისტრის თქმით, პირველ რიგში რისკ-ჯგუფში მყოფი მოქალაქეები აიცრებიან. „გრიპის ვაქცინას, როგორც დაანონსებული იყო, ოქტომბრის პირველ ნახევარში 10 რიცხვის შემდეგ ველოდებოდით. ჯერჯერობით ეს თარიღი გვაქვს დადასტურებული და არ შეცვლილა. ამ დროს უნდა შემოვიდეს ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო ოქტომბრის ბოლოს - მეორე დოზა. აქაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფები და კატეგორიები. ესეც ცნობილია ჩვენი მოქალაქეებისა და პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის და მათი რეკომენდაციებით თითოეულ მოქალაქეს შეეძლება გაეცნოს, წარმოადგენს თუ არა ის რისკ-ჯგუფს და შესაბამისად ამ რისკ-ჯგუფების ფარგლებში აიცრება. სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებითაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ამიტომ, გავაორმაგეთ იმ ვაქცინების რაოდენობა, რომელსაც ყოველწლიურად შევისყიდით-ხოლმე“, - განაცხადა ტიკარაძემ.