შტორმი ანაკლია-განმუხურის სანაპიროზე.
Zugdidi Daily
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომ ანაკლია-განმუხურის პერიმეტრზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აიკრძალა.
სამაშველო კოშკურებზე აღმართული წითელი ალმები მოსახლეობას ზღვაში შესვლის აკრძალვაზე მიანიშნებს.
"გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში" - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს.
წყალში შესვლა ნებადართული იქნება შტორმის ჩადგომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სანაპირო ზოლზე თეთრი ალმები აღიმართება.
#ანაკლია #განმუხური #შტორმი #კოშკურა #ალამი #აკრძალვა #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com