ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე - მარინა ეზუგბაია

Tbilisi Daily

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა კორონავირუსის პრევენციის მიზნით დარჩნენ სახლში, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს მასშტაბური ეპიდაფეთქება და ადამიანური დანაკარგები. ,,შეიძლება, ეს იყოს ძალიან რთული, დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს უნდა შევასრულოთ აუცილებლად. სახლში უნდა დავრჩეთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე. ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი", - თქვა მარინა ეზიგბაიამ. #მარინაეზუგბაია #ინფექციურისაავადმყოფო #დარჩისახლში #tbilisidaily