უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გენერალი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141458 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ამავე უწყების გენერალი, ვალერი შატიანოვი დააპატიმრა. გენერალს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი. „უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციითა და სამხილებით შატიანოვი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს ჯაშუშობაშია ბრალდებული“,-აღნიშნავენ სამსახურში. ბრალდებული რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ნეიტრალურ ტერიტორიებზე, გერმანიაში, საფრანგეთსა და ხორვატიაში მართავდა. გავრცელებული ცნობებით, მას რუსული პასპორტიც აღმოაჩნდა.